მინდორთ დამამშვენებელო
ვარდო, გაშლილო ველადა
სად მოიცალა იმ ღმერთმა
შენი თვალების წერადა
ვინ მოგცა საწერ-კალამი
დაგხატა ათას ფერადა
ერთ რამეს გეტყვი ხმამაღლა
სულ ყველას გასაგონადა
რა დაგიშავე ლამაზო
რად გამიხადე მონადა
რა დაგიშავე ლამაზო
რად გამიხადე მონადა