გოგი ცაბაძე 熱門歌曲
積分
AUSFÜHRENDE KÜNSTLER:INNEN
გოგი ცაბაძე
Künstler:in
KOMPOSITION UND LIEDTEXT
გოგი ცაბაძე
Songwriter:in
მორის ფოცხიშვილი
Songwriter:in
歌詞
დედა გარეთ გამოვა და
ჩუმად მოსთქვამს
ჩემი შვილი არ ჩანს
არც არასდროს გამოჩნდება
შენი შვილი დედა
ჯარისკაცი ჯარისკაცად დარჩა
სადღაც უცხო მიწა-წყალზე
განისვენებს ალბათ
შენი დავარცხნილი თმები
აუწეწა ქარმა
შენი დაკემსილი გული
გაუგმირა ტყვიამ
შენს შვილს ახლა
უსახელო ჯარისკაცი ქვია
შინ შებრუნდი გვიან არის
დედავ დედავ
შენი შვილი არ ჩანს
არც არასდროს გამოჩნდება
შენი შვილი დედა
ჯარისკაცი ჯარისკაცად რჩება
სადღაც უცხო მიწა-წყალზე
განისვენებს მარტო
არც არავის ელოდება
არც არავის ნატრობს
მაგრამ როცა ტყვია ცივი
გაცოცხლდება თითქოს
წუხს და ბორგავს შენი შვილი
და მშვიდობას ითხოვს
შინ შებრუნდი გვიან არის, ხედავ დედა
შენი შვილი არ ჩანს
არც არასდროს დაბრუნდება
შენი შვილი დედა
შენ შვილს ახლა უსახელო
ჯარისკაცი ჰქვია
Written by: გიორგი ცაბაძე, მორის ფოცხიშვილი