Nejlepší skladby od interpreta გიორგი სუხიტაშვილი
Kredity
AUSFÜHRENDE KÜNSTLER:INNEN
გიორგი სუხიტაშვილი
Leadgesang
გიგი ცინცაძე
Künstler:in
KOMPOSITION UND LIEDTEXT
სულხან ცინცაძე
Songwriter:in
პეტრე გრუზინსკი
Songwriter:in
Texty
შემოდგომის ნისლია
მიფრინავენ მერცხლები
მიფრინავენ მიდიან
ნუთუ შენც გამეცლები
ვერ გავბედე, ვერ გითხარი
ჩემი გულის ნადები
ნუთუ ამან გაგაჯავრა
და ამიტომ წახვედი
სად მიდიხარ რომელ მხარეს
ჩემთვის არა გცალია
დამანახე ვის უყვარხარ
კარგო ჩემზე ძალიან
ისევ გაზაფხულდება
გაიშლება ყვავილი
ვარდი ისევ ივარდებს
ნამით პირდაბანილი
ისევ აქ დაბრუნდებიან
წეროების გუნდები
მაგრამ შენ კი თუ წახვედი
აღარ დამიბრუნდები
ისევ აქ დაბრუნდებიან
წეროების გუნდები
მაგრამ შენ კი თუ წახვედი
აღარ დამიბრუნდები
ვერ გავბედე, ვერ გითხარი
ჩემი გულის ნადები
ნუთუ ამან გაგაჯავრა
და ამიტომ წახვედი
შემოდგომის ნისლია
Lyrics powered by www.musixmatch.com