Nejlepší skladby od interpreta Zura Beniaidze
Kredity
AUSFÜHRENDE KÜNSTLER:INNEN
Zura Beniaidze
Künstler:in
ზურა ბენიაიძე
Leadgesang
KOMPOSITION UND LIEDTEXT
Zura Beniaidze
Songwriter:in
ზურა ბენიაიძე
Songwriter:in
Texty
სწრაფად გავრცელდა მთიულეთს
დანაბარები მეფისა
გაუტეხარნო მთიულნო
შვილნო ვითარცა მეხისა
გაუტეხარნო მთიულნო
შვილნო ვითარცა მეხისა
გადამიბუგეს ქალაქი
თქვენსკეღა დავყრი ღონესა
ურჯულნო თარეშს იწყებენ
გულები დააღონესა
ურჯულნო თარეშს იწყებენ
გულები დააღონესა
რა მაისმინეს მთიულთა
ერეკლეს დანაბარები
ჩაიცვეს ჯაჭვის პერანგი
აკრიფეს შუბი, ფარები
ჩაიცვეს ჯაჭვის პერანგი
აკრიფეს შუბი, ფარები
ლომისის კართან შაგროვდნენ
შასთხოვენ ხატებს შველასა
დაგვლოცე დიდო ლომისავ
და შაგვეწიე ყველასა
დაგვლოცე დიდო ლომისავ
და შაგვეწიე ყველასა
ფიცს დებენ ხატის წინაშე
არავინ გადგეს შორადა
ვინც გასტეხს ამ ფიცს ვაჟკაცნო
დედამც შაირთოს ცოლადა
ვინც გასტეხს ამ ფიცს ვაჟკაცნო
დედამც შაირთოს ცოლადა
სამასი გმირი ვაჟკაცი
არაგვის ჭალებს დაუყვა
მიდიან ძმათა საშველად
კრწანისის გზებზე გაუყვა
მიდიან ძმათა საშველად
კრწანისის გზებზე გაუყვა
ეკვეთნენ არაგველები
ხმლები იშიშვლეს ლომებმა
ჯერ ვერ დაღალა მკლავები
ამდენმა ბრძოლა-ომებმა
ჯერ ვერ დაღალა მკლავები
ამდენმა ბრძოლა-ომებმა
ერთ კაცსა ათი ებრძოდა
ემატებოდა ათია
იბრძვიან მთიულთ შვილები
მაჯებში ცეცხლი ანთია
იბრძვიან მთიულთ შვილები
მაჯებში ცეცხლი ანთია
ომიდან გაჰყავთ ერეკლე
მხლებელნი გზას უკაფავენ
მისდევენ არაგველები
და მტერს ფეხდაფეხ კაფავენ
მისდევენ არაგველები
და მტერს ფეხდაფეხ კაფავენ
სად მიგყავთ მოხუცი მეფე
ნუთუ დავჰკარგე ღონია
მთიულნი ჩამამივიდნენ
ახლა იწყება ომია
მათ გვერდით თუ არ ვიბრძოლე
ეგრე ვის გაუგონია
ცხენი მოვარდა ხადაში
შუბით ფერდშია დაჭრილი
სისხლი აქვს მოსართავებზე
უნაგირ აჭრილ-ჩაჭრილი
სისხლი აქვს მოსართავებზე
უნაგირ აჭრილ-ჩაჭრილი
სამასი ვაჟის დედაი
სამას შვილს ელის კარადა
სამასი ვაჟი სამშობლოს
შამამტვრევიყო ფარადა
სამასი ვაჟი სამშობლოს
შამამტვრევიყო ფარადა
მზეც მოჰფარვიყო ქედობას
სხივები წითლად დიოდა
იხუტებს დროშას მთიული
გულს სისხლი ჩამასდიოდა
იხუტებს დროშას მთიული
გულს სისხლი ჩამასდიოდა
ხადაში გლოვის ზარი დარეკეს
იმოსებოდნენ შავად დედები
შავ ღრუბლებს ჰფენდენ ცრემლის სადენად
გუდამაყრის და მთიულთ დედები
შავ ღრუბლებს ჰფენდენ ცრემლის სადენად
გუდამაყრის და მთიულთ დედები
კრწანისის ველზე მთიულებს
ჩასძინებიყოთ ლომებსა
მათი გმირული სურათი
თვით მტერსაც დააღონებსა
მათი სახელის დიდება
ახლაც ბევრს დაგვამონებსა
მათი სახელის დიდება
ახლაც ბევრს დაგვამონებსა
Writer(s): ზურა ბენიაიძე
Lyrics powered by www.musixmatch.com