歌詞

გოგომ ღიმილი მაჩუქა, მატკინა გულის ფიცარი
რომ მომკლა სახელს არ ვიტყვი
ღმერთმა უშველოს ვინც არის
ღმერთმა უშველოს ვინც არის
ღმერთმა უშველოს ვინც არის
შენს ამოსვლას თან მზე მოჰყვა, მზე მოჰყვა
შენს წასვლას შავი ღრუბელი, ღრუბელი
ჩვენსა სიყვარულს მზე მოჰყვა, მზე მოჰყვა
ჩვენს განშორებას ღრუბელი, ღრუბელი
ჩვენს განშორებას ღრუბელი, ღრუბელი
გზა სიარულმა დალია, სიპი ქვა წყლისა დენამა
ლამაზი გოგო და ბიჭი
ერთმანეთისა ცქერამა
ერთმანეთისა ცქერამა
ერთმანეთისა ცქერამა
შენს ამოსვლას თან მზე მოჰყვა, მზე მოჰყვა
შენს წასვლას შავი ღრუბელი, ღრუბელი
ჩვენსა სიყვარულს მზე მოჰყვა, მზე მოჰყვა
ჩვენს განშორებას ღრუბელი, ღრუბელი
ჩვენს განშორებას ღრუბელი, ღრუბელი
შენი ჭირიმე ლამაზო, ნუ მეტყვი წავალ, წავალო
თუ წახვალ თან წამიყვანე
შენი ვარ განა სხვა ვარო
შენი ვარ განა სხვა ვარო
შენი ვარ განა სხვა ვარო
შენს ამოსვლას თან მზე მოჰყვა, მზე მოჰყვა
შენს წასვლას შავი ღრუბელი, ღრუბელი
ჩვენსა სიყვარულს მზე მოჰყვა, მზე მოჰყვა
ჩვენს განშორებას ღრუბელი, ღრუბელი
ჩვენს განშორებას ღრუბელი, ღრუბელი
Written by: ხალხური
instagramSharePathic_arrow_out