音樂影片

ანრი ჯოხაძე & ეთერ კაკულია - ია ია
在 YouTube 上觀看「ანრი ჯოხაძე & ეთერ კაკულია - ია ია」

收錄於

積分

AUSFÜHRENDE KÜNSTLER:INNEN
Anri Jokhadze
Anri Jokhadze
Leadgesang
KOMPOSITION UND LIEDTEXT
Jumber Jandieri
Jumber Jandieri
Songwriter:in
Vasil Tsertsvadze
Vasil Tsertsvadze
Songwriter:in

歌詞

წმინდა სანთლის სხივი ხარ და
ჩაუმქრალი ღიმილი ხარ
და არავის სულ არავის არ გავხარ
თეთრი ხარ და ყირმიზი ხარ
ვინც შეგწვდება იმისი ხარ
შენს ლოდინში სიჭაბუკე გათავდა
სადღაც მიქრის თეთრი რაში
სადღაც მღერის თეთრი გედი
ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ
აენთება ღვინო ჯამში
აფეთქდება ჩემი ლექსიც
და შენ დაგენთება, კარგო, კელაპტრად
თავს მოიკლავს თეთრი გედი ამაღამ
თეთრი რაში არ დაიდგამს უნაგირს
ეს ფიალა უყვარს უფალ თამადას
მიართვით მიართვით
ვინც დალია ისევ იმან დალიოს
ვინც უყვარდათ ისევე ის უყვარდეთ
ვინც ელოდა მიეგებოს ალიონს
სინათლე სინათლე სინათლე
სხვანაირად ვერ ვიქნები
ყოველ ღამით შენთვის ვკვდები
ყოველ დილით შენით ვთვრები ხელახლა
ზედაზენზე ცისკარს ვხვდები
მეტეხთან მტკვარს ვუერთდები
და ვძმაკაცობ მხოლოდ ტატოს მერანთან
მე მოსისხლე მტერიც მიყვარს
და ვინც მიყვარს მართლა მიყვარს
ასაკით კი საქართველოს ხნისა ვარ
და ყველაზე ნაღდი სიტყვა
რაც კი მითქვამს, შენთვის მითქვამს
შენ ხომ ჩემი თეთრი სერაფიტა ხარ
თავს მოიკლავს თეთრი გედი ამაღამ
თეთრი რაში არ დაიდგამს უნაგირს
ეს ფიალა უყვარს უფალ თამადას
მიართვით მიართვით
ვინც დალია ისევ იმან დალიოს
ვინც უყვარდათ ისევე ის უყვარდეთ
ვინც ელოდა მიეგებოს ალიონს
სინათლე სინათლე, სინათლე
საქართველო უსასრულო ფიქრია
ჯვარზე გაკვრა იმავ წუთს და იმავ დღეს
რა მძიმე და რა მსუბუქი ტვირთია
გიყვარდეს
გიყვარდეს
სადღაც მიქრის თეთრი რაში
სადღაც მღერის თეთრი გედი
ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ
აენთება ღვინო ჯამში
აფეთქდება ჩემი ლექსიც
და შენ დაგენთება, კარგო, კელაპტრად
საით მიქრის თეთრი რაში
რატომ მღერის თეთრი გედი
საით მიქრის თეთრი რაში
რატომ მღერის თეთრი გედი
Written by: Jumber Jandieri, Vasil Tsertsvadze
instagramSharePathic_arrow_out