Nejlepší skladby od interpreta აჩიკო ნიჟარაძე
Kredity
AUSFÜHRENDE KÜNSTLER:INNEN
აჩიკო ნიჟარაძე
Leadgesang
KOMPOSITION UND LIEDTEXT
ნუნუ დუღაშვილი
Songwriter:in
დოდო გვიშიანი
Songwriter:in
Texty
რას გიგალობ იადონის ჰანგებით
სულ ერთია არ ხარ ჩემი გამგები
თუმც ქედს ვიყრი როგორც ქარში ჭადარი
მაგრამ ჩემი მოწყალება სად არის
შენ და თბილისს მუხამბაზებს გიმღერით
მე რა დამღლის სიყვარულზე სიმღერით
მოვალ მომაქვს ჩემი გულის დარდები
ქუჩაბანდში სადღაც მომელანდები
თუნდ ოდესმე დამივიწყო იცოდე
რაგინდ სხვისი ეშხით იწვოდე
გეფიცები როგორც შუქი თბილი მზის
მეყვარებით შენ და თბილისი
გეფიცები როგორც შუქი თბილი მზის
მეყვარებით შენ და თბილისი
თან დამყვება მუდამ შენი აჩრდილი
სადა გმალავს ქუდი უჩინ-მაჩინის
მეკარგები როგორც სხივი ქარვაში
სად გიპოვო მე ჩემს თბილის ქალაქში
დავიღალე ლოცვებით და ოცნებით
როცა გნახავ ალბათ გამიოცდები
ვით თბილისი უმზეოდ და უმთვაროდ
რა ვქნა იცი ვერ ვივარგე უშენოდ
თუნდ ოდესმე დამივიწყო იცოდე
რაგინდ სხვისი ეშხით იწვოდე
გეფიცები როგორც შუქი თბილი მზის
მეყვარებით შენ და თბილისი
გეფიცები როგორც შუქი თბილი მზის
მეყვარებით შენ და თბილისი
Writer(s): დოდო გვიშიანი, ნუნუ დუღაშვილი
Lyrics powered by www.musixmatch.com